
ორთაჭალაში მამაკაცი შეყვარებულის ყოფილმა ქმარმა მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მკვლელობის ფაქტს ადასტურებს.
შსს-ს ცნობით, მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.