
სოწში გამართული "ფორმულა-1"-ის ავტორბოლის გამარჯვებულმა, Mercedesის ჯგუფის წარმომადგენელმა, ბრიტანელმა სპორტსმენმა ლუის ჰამილტონმა რუსეთის პრეზიდენტს ხელი არ ჩამოართვა.
კადრებში ჩანს, რომ ჰამილტონმა ავტოდრომში მყოფთაგან ყველას ჩამოართვა ხელი, ვლადიმირ პუტინი კი თითქოს ვერც შეამჩნია და ზურგიც კი შეაქცია. თუმცა, მოგვიანებით, როცა ვლადიმირ პუტინმა მას გამარჯვების აღსანიშნავი პრიზი გადასცა, სპორტსმენმა რუსეთის პრეზიდენტს ხელი გაუწოდა.