-
2014-10-13 07:50
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ დააკმაყოფილა თავდაცვის მინისტრის ვალერი ჰელეთეის განცხადება გადადგომის შესახებ. მინისტრმა პრეზიდენტს განცხადებით 12 ოქტომბერს მიმართა.
პეტრო პოროშენკოს განცხადებით, თავდაცვის სამინისტროში ცვლილებების დრო დადგა და ის ახალ მინისტრს რადას 14 ოქტომბერს წარუდგენს. პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ ახალი კანდიდატი მისაღები აღმოჩნდება და ქვეყნის უმაღლესი ორგანო მას უპრობლემოდ დაამტკიცებს.
თავდაცვის მინისტრ ჰელეთეის მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი განწყობა არსებობდა და ეს, ძირითადად, ილოვოისკის ალყის დროს უწყების უმოქმედობას უკავშირდებოდა. განსაკუთრებით არ სწყალობდნენ ყოფილ მინისტრს ილოვოისკის ალყის დროს გადარჩენილი უკრაინელი მებრძოლები.