კურტანიძე: თუ არ გაჩუმდებიან, ვამხელ იმ სპორტსმენებს, ვინც ზონდერად მუშაობდა

Image

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის ლუკა კურტანიძის განცხადებით, იმ სპორტსმენებს შორის, რომლებიც მას უპირისპირდებიან, არიან ისეთებიც, ვინც წინა ხელისუფლების დროს სხვადასხვა რეგიონებში ზონდერებად მუშაობდნენ და ამაში პრემიებსაც იღებდნენ.



კურტანიძემ ეს განცხადება გაზეთ ,,ასავალ-დასავალთან“ საუბრისას გააკეთა:

,,მე დავსვი ეროვნული ნაკრებებიდან იმ მწვრთნელების გათავისუფლების საკითხი, რომლებმაც 2 წლის განმავლობაში ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწიეს. ამას მოჰყვა განაწყენება და განაწყენებული ადამიანების მხარდამხარ აღმოჩნდნენ ის რევანშისტებიც, რომლებიც წლების განმავლობაში სააკაშვილის რეჟიმს აძლიერებდნენ. მე ვაფრთხილებ ყველას, თუ არ გაჩერდებიან, სახელებით და გვარებით საჯაროდ დავასახელებ იმ სპორტსმენებს, რომლებიც ზონდერებად მუშაობდნენ და სააკაშვილის კრიმინალურ რეჟიმს აძლიერებდნენ!

 

დიახ, იმათ შორის ვინც მიპირისპირდებიან, არიან სპორსტმენები, ვინც სხვადასხვა რეგიონში ზონდერ-კოორდინატორებად იყვნენ გადანაწილებულნი და ამაში უზარმაზარ პრემიალურ თანხებს იღებდნენ“,- აცხადებს კურტანიძე.


ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებითვე, არიან ისეთებიც, რომლებიც ზონდერები არ ყოფილან, მაგრამ ფულს იღებდნენ პასიურობასა და გაჩუმებაში და სააკაშვილის რეჟიმს ამ ფორმით აძლიერებდნენ.

 


,,როცა ჩვენ მოვედით და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტიდან მილიონნახევარი ლარი ჩამოეჭრა, ამ სპორტსმენებმა ნაცკოორდინატორობის პრემიები ავტომატურად დაკარგეს. დღეს უკმაყოფილებას გამოხატავენ და ამბობენ - სააკაშვილის დრო ჯობდა, რადგან ჩვენ დიდი ხელფასები გვქონდაო“,- აცხადებს ლუკა კურტანიძე.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !