-
2014-09-29 04:13
საქართველოს მესამე პრეზიდენტი (2004-2013) მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს სტუმრობს. მან ერთერთ ოჯახში ღვინის დაწურვაში მიიღო მონაწილეობა.
"პოსტსკრიპტუმმა" სიუჟეტი სწორედ ამ შეხვედრის შესახებ მოამზადა და თეა ადეიშვილმა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ჩასვლის მას არ ეშინია, იმის მიუხედავად, რომ პატიმრობა ელის: "საქართველოს მთავრობას ეშინია საქართველოში ჩემი ჩასვლის", - ამბობს ის.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ასევე ამბობს, რომ დარწმუნებულია, "ხალხს არ უნდა უკან, წარსულში დაბრუნება": "იმის მიუხედავად, რომ ჩვენს დროს განხორციელებული რეფორმების მიმართ საზოგადოების ნაწილს ერთგვარი გაუცხოება ჰქონდა (და ზოგჯერ, არცთუ უსაფუძვლოდაც), ხალხს არ უნდა წარსულში დაბრუნება", - ამბობს ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი.