
აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია მაქსიმალურად სწრაფად მიენიჭება - ამის შესახებ დიპლომატიურ კორპუსსა და არასამთავრობოებთან შეხვედრის შემდეგ განათლების მინისტრმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დიპლომატიურ კორპუსს მიაწოდა ინფორმაცია, რომ სამინისტრო აგრარულ უნივერსიტეტთან მიმართებაში კანონის ფარგლებში მუშაობდა.
მინისტრის აზრით, კომიკურია 12 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნა. "ჩვენ ახლა კომიკურ ვითარებაში ვართ. აგრარულმა უნივერსიტეტმა გამოასწორა შეცდომა. მინისტრი ამბობს, რომ ავტორიზაცია მიეცემა; ახლა სტუდენტების გადასაწყვეტია, უნდათ ავტორიზაცია თუ უნდათ პოლიტიკა. ამგვარი მოთხოვნა თითიდან გამოწოვილია იმისთვის, რომ ბენდუქიძემ პოლიტდევნილის სტატუსი შეინარჩუნოს, რაც უკვე შეუძლებელია", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
განათლების მინისტრმა დიპლომატიურ კორპუსთან და არასამთავრობოებთან შეხვედრაზე ავტორიზაციის მინიჭების სავარაუდო ვადებიც დაასახელა.
მარგველაშვილის ვარაუდით, აგრარული უნივერსიტეტი ავტორიზაციას