-
2014-09-19 16:18
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ოთარ კახიძის თქმით, დააყადაღებულია ყვარელში სააკაშვილის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომლის ფართობიც 2 ჰექტარზე ნაკლებია.
ასევე ყვარლის საცხოვრებელი სახლი 75 კვადრატული მეტრის ფართით;
ბებიის მზია წერეთლის 500 კვადრატული მეტრი ნაკვეთი ოზურგეთში და მისი 10 წლის ავტომობილი "ტოიოტა რავ" 4;
ასევე გიული ალასანიას საკუთრებაში არსებული 0.2 ჰექტარზე ნაკლები ფართობის მიწის ნაკვეთი ყვარელში;
მეუღლის სანდრა რულოვსის საკუთრებაში არსებული ბინა და მანსარდა თბილისში;
ბებიის საკუთრებაში არსებული მშენებარე ბინა თბილისში და 17 წლის "ჰონდა აკორდი".
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-12-20 00:32
-
2016-12-19 22:06
-
2016-12-19 21:32
-
2016-12-19 11:29