-
2014-09-19 15:02
ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც მომღერალმა უკმაყოფილება გამოთქვა საქართველოს ხელისუფლებაში არსებული დაპირისპირების გამო.
„ძალიან კარგად გიცნობთ და ვიცი თქვენი ნათესაური კავშირი ივანიშვილთან.
თქვენ ხომ ბერას ნათლია ხართ, ხო და ეს ნათლობა უღირსად შეფასებული გამოდგა, სათანადო ყურადრება არ მოგაქციეს, გეგონათ თუ ულტრამილიონერს შვილს მოუნათლავდით თან გადმოგყვებოდათ, მაგრამ ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში“, - წერდა ირაკლი ლომაია.
PrimeTimeNews-თან საუბარში თამრიკო ჭოხონელიძემ აღნიშნა, რომ ლომაიამ თავი ვერსად დაიმკვიდრა და ამ სიბინძურით დააპირა თავის გაპიარება.
„ეგ ადამიანი გულით მეცოდება, მაგრამ ამაში მე არ გამოვადგები. პირდაპირ გეუბნებით, არ ვიცნობ.
არასდროს სურვილი არ მქონია მაგ კატეგორიის არსება გამეცნო.
წიგნის პრეზენტაციის მოსაწვევი მომიტანეს მაგან და ეკამ და არ მივედი, შეიძლება იმაზე გაბრაზდა, მაგრამ ასეთი ბინძური ფორმით შეიძლება ადამიანს ცილი დასწამო? დალიოს ცივი წყალი, როგორც თვითონ თქვა ჩემზე.
მე არ შემიძლია მაგ კატეგორიის გაურკვეველ არსებებთან ურთიერთობა. მეტი არ გამიბედოს. რაც არ უნდა წეროს, არ გამოვეხმაურები.
რა საქმე მაქვს ვიღაც ლომაიასთან? არ დაავიწყდეს, რომ ცილის წამებისთვის ციხეა.
ძალიან ნუ გამაბრაზებს. ამ ყველაფერს რა მოსდევს, ჰკითხოს სამართალდამცავებს და ეტყვიან“, - აღნიშნა თამრიკო ჭოხონელიძემ.