თამაზ ნადარეიშვილის სახელობის ქუჩას სახელი შეუცვალეს?

Image

თბილისში თამაზ ნადარეიშვილის სახელობის ქუჩას სახელი შეეცვალა და მას საკრებულოს გადაწყვეტილებით, კამანის ქუჩა ეწოდა,–ამის შესახებ ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე თამაზ ნადარეიშვილის შვილი ანი ნადარეიშვილი წერს.

 

განახლებულია 18.09. - 01:06 სთ 

 

,,თბილისში, იქ სადაც მამაჩემი თამაზ ნადარეიშვილი ცხოვრობდა (დელისის III ქუჩა), რამოდენიმე წლის წინ, აფხაზეთის მთავრობის მოთხოვნით, მამაჩემის დაბადებიდან 55 წლის იუბილეზე, ქუჩას დაერქვა თამაზ ნადარეიშვილის სახელობის ქუჩა.

 

ახლა კი როგორც საჯარო რეესტრიდან გვაცნობეს, თამაზ ნადარეიშვილის ქუჩას დღევანდელმა საკრებულომ 4 სექტემბერს გადაარქვა სახელი და დაარქვა კამანის ქუჩა.“– წერს ნადარეიშვილი.

 

სტატიის განახლება "ნეტგაზეთის" მიხედვით:

 

როგორც "ნეტგაზეთს" სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ხელმძღვანელმა ლია ჯახველაძემ განუცხადა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის სახელობის ქუჩისთვის სახელი არ გადარუქმევიათ. 

 

"მსგავსი არაფერი მომხდარა. ჩვენ ნადარეიშვილის ქუჩას არ შევხებივართ. სოფელ კამანის სახელი მიენიჭა ერთ-ერთ უსახელო ქუჩას საბურთალოზე. ეს არის ახალი ქუჩა, მანდ ახალი დასახლებები გაკეთდა [ახალი კორპუსების აშენების შედეგად]", - ამბობს ჯახველაძე.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !