
„იურმალას“ გამარჯვებული ნუცა ბუზალაძე კონკურსის შემდეგ მის პირად ცხოვრებაში არსებულ სიახლეებზე საუბრობს.
მისი თქმით, საქართველოში იურმალადან დაბრუნების შემდეგ, ცოლობის მთხოვნელთა რიცხვი გაიზარდა.
ნუცას თქმით, ჯერჯერობით არ არის ჩამოყალიბებული, შინაგანად როგორი ბიჭები მოსწონს, თუმცა ფიზიკურად როგორი მოსწონს, ეს უკვე იცის.
„ძალიან მომწონს მაღალი ბიჭები. მომწონს, როცა კაცს ნავარჯიშევი ტანი აქვს.
გამოდის, რომ დაკუნთული ბიჭები მომწონს. მიხარია, რომ ჩემს ცხოვრებაში არ არსებობს ბიჭი, რომელსაც ყურადღებას დავუთმობდი.
საკუთარი თავი ძალიან მიყვარს და ჩემზე წინ ვერასდროს ვერავის დავაყენებ. შეიძლება ჯერ პატარა ვარ და რომ გავიზრდები, სხვანაირად ვიფიქრო“, - აცხადებს მომღერალი.
„სარკე“