
გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არა აქვს. მისი ტქმით, მათი მხრიდან არეულობის შემთხვევაში სულაც არაა აუცილებელი ჭიკაიძე და პოლიცია და მათ ქართველი ხალხი გასცემს პასუხს.
„პირდაპირ მინდა ვუთხრა სააკაშვილს, ბოკერიას, რურუას, ვაშაძეს, ბოცო-მოცოს და სხვებს - არეულობა გინდათ? დედითქვენისამ! არც ჭიკაიძე დასჭირდება ამას და არც პოლიცია, მარტო ჩვენ ვეყოფით, ის ხალხი, რომლებმაც ეგენი საქართველოდან გავაპანღურეთ!
„ნაციონალები“ დღეს საკუთარ ნარწყევში წვანან და იქვე ამოიხრჩობიან. არანაირი არეულობა საქართველოში არ იქნება! მაგათ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არ არსებობს და „ნაციონალები“ სადაც თავს ამოყოფენ, იქვე მოხვდებათ ცხვირში“, - განუცხადა ხაინდრავამ „ასავალ-დასავალს“.