
ჟურნალისტი ია თინიკაშვილი "ფეისბუქზე" წერს, რომ ახალ ნომრებთან დაკავშირებით ყველაზე მეტად გორელები "ავარდნენ". მისი თქმით, რამდენიმე გორელი ვერ მიხვდა, რომ მის მანქანას ყველაზე მეტად სერია SI *** RI მოუხდებოდა.
"აუუ, რა მარაზმია! შოკშია ხალხი სანომრე ნიშნების გამო! რამდენიმემ ბანკიდან გამოიტანა კრედიტი და ისე აიღო ნომერი. თანაც, პირადობის მოწმობები საჭირო აღარცაა, სახელ-გვარები, ინიციალები და რა ვიცი, ლამის სქესი და ორიენტაციაც დაიწერონ მანქანებზე.
ისე, მგონია, რომ ყველაზე მეტად გორელები ავარდნენ, ქუჩაში რომ ვმოძრაობ, მექანიკურად, სულ სანომრე ნიშნების სერიებს ვაკვირდები. ძალიან გამიკვირდა, რამდენიმე გორელი, თავადვე რომ ვერ მიხვდა, რომ მის ავტომობილს ყველაზე მეტად მოუხდებოდა სერია - SI *** RI"-წერს ჟურნალისტი.