
ავტოსაგზაო შემთხვევა ყვარლის რაიონის სოფელ ზინობიანში მოხდა.
ადგილობრივ მცხოვრებს შს ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი მაშინ შეეჯახა, როცა ქვეითად მოსირულე ცენტრალური მონაკვეთის გადაკვეთას ცდილობდა.
დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციელი სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.