
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე „ფეისბუქის“ საკუთარი გვერდიდან ბიძინა ივანიშვილს მიმართავს:
„ბ-ნო ბიძინა, თქვენ არ იყოთ მილიარდერი, თუ არ გამოხვიდეთ და არ თქვათ, რომ იხუმრეთ და სინამდვილეში მარგველაშვილი უფრო გიყვართ, ვიდრე ღარიბაშვილი.
თქვენი მონების ხილვის აზარტი რომ გაგიმძაფროთ, მანამდე ეს წაიკითხეთ .თითქოს თქვენს უმრავლესობაზე დაუწერია ნიკო ლორთქიფანიძეს, არა?!
„ჯვარედინ გზაზე ისმის:
– გასწორდი წელში; ასწიე მაღლა, ამაყათ თავი; მოიღერე კისერი; თავისუფლება მიეც გულ-მკერდს – ჰსუნთქე მსუბუქი ჰაერი; ნუ ჩამოგიშვია ცხვირი; დაიჭირე მზის სხივები, მიაპყარ სმენა გალობას, დასტკბი ვარდთა ჰნოსვით!
– მე მონა ვარ!..
– რა ვუყოთ! იბრძოლე! გათავისუფლდები…
– მე სუსტი ვარ…
– თავისუფლების სიყვარული მოგცემს მოსეს კვერთხს და დავითის შურდულს…
– არ მაქვს იმედი…
– არაფერია, ბრძოლაში იმედიც იბადება.
– მეშინია უარესის…
– მონობაზე უარესი რაღა იქნება?
– სიკვდილი… შიმშილი…
….
– მონა ხარ მართლაც, ჭეშმარიტად მონა… ნაკლებად საცოდავი, ვიდრე საზიზღარი“, - წერს ხერხეულიძე.