-
2014-09-13 23:16
ბათუმის ყოფილმა მერმა გიორგი აბაშიძემ მამისა და მისი ოჯახის მომავალ გეგმებზე ისაუბრა.
მისი თქმით, რეიდების შესახებ არაფერი იცოდა და თავდაპირველად ეგონა, რომ სამართალდამცავებმა შეგნებულად დააკავეს.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, პოლიტიკას გაემიჯნა, თუმცა ასლან აბაშიძესთან ერთად ოჯახის რეპუტაციის აღდგენისთვის იბრძოლებს და ბათუმში საცხოვრებლად დაბრუნდება.
,,მამას სურს ჩამოვიდეს და თავისი მიწა-წყალი ნახოს, თვითონ არ უთქვამს ამ სიტყვებით, მაგრამ მე ამაში დარწმუნებული ვარ...
შვილიშვილები, მეტი რა გეგმები უნდა ჰქონდეს 76 წლის კაცს. მე მინდა, რომ გადმოვიდე ნელ-ნელა, გავარკვიო...
მე ვფიქრობ, რომ აქამდე არსწორი იყო და ვაპირებ, რომ ჩემი და ჩემი გვარის სიმართლე დავიცვა... ოჯახი შევქმნა, როგორც ყველამ...“ - განაცხადა მან და დასძინა, რომ ძალიან მოსწონს განახლებული ბათუმი.
,,ძალიან მომწონს, სიმართლე რომ გითხრათ. განათებულია, შეცვლილია ძალიან ქალაქი. მე არ მახსოვდა ასეთი და ბიჭებს ვეუბნებოდი, რომ გამიჭირდა ცოტა შეჩვევა-თქო“, - აღნიშნა გიორგი აბაშიძემ.