ბედნიერი ქორწინების საიდუმლო რეცეპტი - მას თურმე ბებიები იყენებდნენ

Image

ცოლ-ქმარმა ქორწინებაში მრავალი წელი სიამ-ტკბილობით იცხოვრა.

 

როგორც იტყვიან, ერთი მეორესთვის ზედმეტი სიტყვა არ უკადრებიათ და არც საიდუმლო ჰქონიათ ერთმანეთისგან.

 

თუმცა არსებობდა ერთადერთი ნივთი, ზარდახშა, რომლის გახსნის უფლებას ქალი მოსიყვარულე მეუღლეს არასოდეს აძლევდა. კოლოფი კარადის ზედა თაროზე ინახებოდა და ხელშეუხებელი იყო.

 

არც ქმარი აძალებდა მის გახსნას, ფიქრობდა, რაღაც ქალური საქმე იქნება და არ ღირს ცხვირის ჩაყოფაო.

 

ერთხელაც ქალი მძიმედ გახდა ავად. მდგომარეობა რომ თანდათან უარესობისკენ წავიდა, დაუძახა ქმარს და საავადმყოფოში იმ ზარდახშის მიტანა სთხოვა.

 

მოვიდა დრო, ქმრისთვის თავისი ყველაზე დიდი საიდუმლო გაემხილა.

 

დაბრუნდა კაცი სახლში და თავად გახსნა ყუთი... რა იდო შიგნით? ორად ორი ხელით ნაქსოვი თოჯინა და 95 000 დოლარი.

 

- ეს როგორ, საიდან ამდენი ფული? - გაოგნებული ბუტბუტებდა მოხუცი, მაგრამ ამ საიდუმლოსთვის ფარდის ახდა მხოლოდ მის საყვარელ მეუღლეს შეეძლო. ზარდახშაც მალე ქალის ხელში აღმოჩნდა.

 

- სანამ დავქორწინდებოდით, - დაიწყო მოყოლა ცოლმა, - ბებიამ ბედნიერი ქორწინების საიდუმლო გამანდო. იცი, რაში მდგომარეობდა ეს საიდუმლო? არ უნდა მეკამათა ქმართან. მირჩია, რამდენჯერაც ქმარი გაწყენინებს, უჩუმრად გაეცალე, დაჯექი და ყაისნაღით ერთი თოჯინა მოქსოვეო.

 

ქმარი გულშეძრული იყო - ზარდახშაში ხომ 2 თოჯინაზე მეტი არ იდო, ესე იგი 50-წლიანი თანაცხოვრების პერიოდში მხოლოდ ორჯერ გაუბრაზებია ცოლი. გული აუჩუყდა და თვალზე ცრემლი მოადგა.

 

- კი მაგრამ, ფული საიდანღა გაჩნდა? - გაუკვირდა მოხუცს.

 

- აა, ფული? - გაეღიმა ცოლს, - ეს ფული ჩემი ნაქსოვი თოჯინების გაყიდვით ვიშოვე.

 

mshoblebi.ge

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !