
ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულის გიორგი ოქროპირიძის განცხადება თბილისის მერიაში უარყვეს.
როგორც დღევანდელ სასამართლო პროცესზე გიორგი ოქროპირიძემ განაცხადა, ის ,,ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის წევრი იყო და თბილისის მერიის სპორტის დეპარტამენტში რამდენიმე დღეში უნდა დასაქმებულიყო.
მერიაში ბრალდებულის ამ განცხადებას არ ადასტურებენ.