
უცხოური გამოცემა „huffingtonpost.com“ ქართული ფოლკლორული ჯგუფის „მანდილის“ ვიდეოს აქვეყნებს.
„სამი გოგონას მიერ შესრულებული ქართული ფოლკლორული სიმღერა თქვენ სხვა დროში გადაგიყვანთ.
მათი ხმები ჰარმონიულად ჟღერს, ამ დროს ისინი გზაზე სიარულისას მღერიან.
სიმღერა აღმოსავლეთ საქართველოს მთებიდანაა, კერძოდ კი ხევსურეთიდან და აღწერს ძველ, ტრადიციულ, სასიყვარულო ურთიერთობას ქალსა და მამაკაცს შორის“, - აღნიშნავს ავტორი.
გოგონების ვიდეო უცხოურმა ფეისბუქ-გვერდმა „Walk Off The Earth“ გამოაქვეყნა წარწერით: „სიტყვები არ მესმის, თუმცა მნიშვნელობა არ აქვს. მათი მელოდია შთამბეჭდავად მშვენიერია“.
ვიდეოს 11 ათასამდე გაზიარება და 32 ათასამდე მოწონება აქვს.
კომენტარებში კი მსოფლიოს ყველა კუთხის ადამიანები ქართველი გოგონების მიმართ თავიანთ აღტაცებას გამოხატავენ.