-
2014-09-11 11:01
საქართველო უკვე საპარლამენტო რესპუბლიკაა და კითხვა, თუ ვინ უნდა წავიდეს გაერო-ში, არ არსებობს, - ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს.
"ვნახეთ სია, ვინ ჩავა და გაერო-ს სხდომას ვინ დაესწრება საპარლამენტო რესპუბლიკებიდან. როგორც წესი, იქ პრემიერები იქნებიან წარმოდგენილები. კითხვა არ არსებობს. ისევ მიდის თანაბარი შედარება და ფონი. უფრო მეტად ისეთია, თითქოს აშავებს პრემიერი და ჩაგრავს პრეზიდენტს, ამ დროს კი, ორჯერ ორი ოთხია - რა თქმა უნდა, იქ წავა მერკელი, რა თქმა უნდა, იქ წავა ნეთანიაჰუ, რა თქმა უნდა, იქ წავა ინგლისის პრემიერი", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
მისი განმარტებით, ამის მიუხედავად, "ეს კაცი" (პრეზიდენტი) კონკურენციას აგრძელებს მაშინ, როცა ერთი ღარიბი ქვეყნიდან აშშ-ში წასვლა ლამაზი არ იქნება.
ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს სრული ვერსია გაზეთ "კვირის პალიტრის" ორშაბათის, 15 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდება.
ჩანაწერი იხილეთ ამ ბმულზე: http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/politika/49773-qgana-lamazi-iqneba-ori-delegaciis-tsasvla-gharibi-qveynidanq-bidzina-ivanishvili-gaero-s-asambleaze.html