-
2014-09-11 10:51
პროკურატურაში გაცემულ პრემიებს ''ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი'' ასაჯაროვებს, რომლიც თანახმად უწყებაში მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში თითქმის 4 მილიონ ლარამდე პრემიაა დარიგებული. 2013 წელს კი პროკურატურის სისტემაში სულ 5 900 857 ლარის ოდენობის პრემია გაიცა.
გარდა ამისა ქვეყნდება წარმომადგენლობითი ხარჯები, რომელიც არის სტუმართმასპინძლობის, საჩუქრების ამსახველი და ეს ხარჯი მიმდინარე წელს დაახლოებით 51 000 შეადგენს, ხოლო გასულ წელს 168 000 ლარზე მეტი შეადგინა. ასევე ქვეყნდება სამივლინებო ხარჯები და ეს თანხა გახდა მიმდინარე წელს 28 000 და გასულ წელს კი 42 000.