-
2014-09-10 17:45
ქუთაისში კინოთეატრ "სულიკოსთან" პატრულმა ახალდაქორწინებული წყვილი საკუთარ ქორწილშივე დააკავა, თუმცა თვითმხილველების ინფორმაციას სხვაგვარად აღწერენ შსს-ს პრესსამსახურში, სადაც ამბობენ, რომ მხოლოდ მამაკაცი დააკავეს და როცა გაიგეს, რომ სიძე იყო, ხელწერილით გაათავისუფლეს.
"შემთხვევას საკუთარი ფანჯრიდან ვადევნებდი თვალ-ყურს, გოგონას სადედოფლო კაბა ეცვა და ამით მივხვდი, რომ სიძე და პატარძალი დააკავეს. სავარაუდოდ, მაყრიონი იყო, რადგან ბევრი მანქანა მოძრაობდა ერთად, რა დროსაც ისინი პატრულმა გააჩერა და სიძე-დედოფალი დააკავა", - აცხადებს თვითმხილველი სოფო გაჩეჩილაძე.
როგორც ,,ამბები,გე" წერს, შს სამინისტრო ფაქტს ადასტურებს, "აფხაზეთის ხმას" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ საპატრულო პოლიციამ საგზაო წესების დარღვევისთვის ავტომანქანა გააჩერა და მძღოლის ნასვამობაზე მიიტანა ეჭვი, ხოლო შემდეგ დააკავა, რადგან ის პოლიციელებს არ დაემორჩილა და წინააღმდეგობა გაუწია. მოგვიანებით დადასტურდა, რომ პირი ნასვამი იყო, თუმცა, სამართალდამცველებმა ანგარიში გაუწიეს მის დღევანდელ სტატუსს (ის სიძე აღმოჩნდა) და ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.