
ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე დაყაჩაღებული დიასახლისი, 80 წლის ლუარა ჩარქსელიანი 25 აგვისტოს მომხდარი თავდასხმის დეტალებს იხსენებს.
„შემოვიდნენ სამნი, ახალგაზრდები, ერთ-ერთმა სპორტსმენი იყო ალბათ, სასტიკად მცემა, სასიკვდილოდ, დამსკოჩა და შემაგდო აბაზანაში.
იქ იყო ჩვენი ნათესავი უკვე აბაზანაში ნაცემი, მოხუცებული ქალი და მერე გაზიდეს ყველაფერი და დაგვტოვეს ასე.
ყველაფერი წაიღეს განძეულიც და ფულიც, 200 წლის ოჯახი მაქვს და როგორ არ წაიღებდნენ.
მეტი რა უნდა გაეკეთებინათ, მცემეს მუხლი მომატვრიეს, ნეკნები ჩამიმტვირეს, თავი ერთ ადგილას არ მაქვს ისე, რომ თითი დავიკარო და არ მტკიოდეს.
თვალები გაშავებული, მთელი სახე დაჭრილი, გაუბედურებული, შემათრიეს აბაზანაში და დასკოჩილი დამადგეს“,- განაცხადა ლაურა ჩარქსელიანმა „პირველ რადიოსთან“ საუბარში.