
იუმორისტის თქმით, ყოფილ ცოლზე პასუხისმგებლობის აღების აუცილებლობას ვერ ხედავს.
„ჩემი შვილების დედას შეიძლება დავშორდე მსოფლმხედველობრივი შეუთავსებლობის გამო.
შვილები ჩემთან დროს ატარებენ. ჩართულიც ვარ მათ აღზრდა-განათლებაში და ა.შ.
ჩემთან კვირაში ერთ ან ორ დღეს ატარებენ, შეთანხმებისამებრ. ვცდილობ, კარგი მამა ვიყო, ხელმეორედ დაქორწინება ჯერჯერობით ჩემს უახლოეს გეგმებში არ შედის.
ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ჩემს ლანძღვას სწორედ ამ ნაწილის გამო დაიწყებენ – მაგ უნამუსომ სამი შვილი როგორ მიატოვაო, მაგრამ არ გამოვიდა სხვაგვარად. ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ერთმანეთის არჩევანს პატივი უნდა ვცეთ.
არ შეიძლება ბრაზდებოდე იმის გამო, რომ ვიღაც ცოლს შორდება. თუ ორი ნახევარი ერთ მთლიანს არ ქმნის, ეს უკვე ფიზიკის კანონს ეწინააღმდეგება. როცა ქმნი ოჯახს, ფიქრობ, რამდენი ხანიც იქნება, იყოსო.
მეორე ვარიანტი კი ის არის, როცა სრულიად დარწმუნებული ხარ, რომ ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა, ეტყობა, რესურსი არასწორად შევაფასე“, - აცხადებს ნიკა ქავთარაძე.
„სარკე“