თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ერთმანეთს საპატრულო და "ბმვ"-ს ტიპის ავტომანქანა შეეჯახნენ,–ამის შესახებ ,,აქცენტი“ წერს.
შეჯახების შედეგად "ბმვ"-ს მარკის ავტომანქანაში მყოფი ორი პირი გარდაიცვალა, პატრულის თანამშრომლები კი მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში არიან გადაყვანილი.
როგორც "აქცენტს" დაშავებულების ახლობლებმა განუცხადეს, "ბმვს" მარკის ავტომანქანაში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ისხდნენ.