საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ლონდონში საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტს ესტუმრა. პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლამდე ის შეხვედრის მასპინძელმა დამსწრეებს ორიგინალურად წარუდგინა.
წარდგენა შემდეგი სიტყვებით დასრულდა: „ის ცნობილია იმით, რომ ქსოვა შეუძლია. სიგარეტის დანებების მიზნით დაიწყო ქსოვა“, - ამ სიტყვებმა დარბაზში გამოცოცხლება გამოიწვია, ხოლო საქართველოს პრეზიდენტმა იხუმრა, რომ ამ დროისთვის ორი მავნე ჩვევა აქვს - ქსოვს და ეწევა.