სერჟანტთა მომზადების სკოლაში თავში დაჭრილი წვევამდელი იპოვეს - ის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა

Image

წვევამდელი გიორგი ასანიძე, თავში მიყენებული ჭრილობით იპოვეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების სკოლაში, სადაც სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდიდა. მომხდართან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:

 

"გიორგი ასანიძე ნაპოვნი იქნა სამხედრო ნაწილის მორიგის მიერ. მას ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული, რის შემდეგაც, წვევამდელი გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში. თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გამოძიება დაწყებულია, საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით - თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე.

 

საქმეში სამხედრო დანაშაული არ იკვეთება. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა საგამოძიებო სამმართველო მთავარი პროკურატურის უშუალო ზედამხედველობით აწარმოებს. 1994 წელს დაბადებული გიორგი ასანიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2013 წლიდან ირიცხებოდა. იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების სკოლაში სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდიდა.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს წვევამდელი გიორგი გიორგის ძე ასანიძის დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. სამინისტრო სრულად დაფარავს წვევამდელის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს" - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !