
მოსკოვში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი რობინზონ არაბული დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, არაბული ნარკოტიკული ნივთიერების გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. მას ჩხრეკის დროს ჰეროინის ფხვნილიც აღმოუჩინეს.
რობინზონ არაბული კრიმინალური სამყაროს ერთერთი ყველაზე ავტორიტეტული წარმომადგენელია. ის 62 წლისაა. თბილისელი რობინზონ არაბული უკვე რამდენიმე წელია, რუსეთს აფარებს თავს.