სტიქაროსანი ბარნოვზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ: „სად არიან ის სასულიერო პირები, გამოჩენილი სახეები თუ უბრალო მოქალაქეები...“

Image

სტიქაროსანი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობას ეხმიანება და წერს, რომ ღმერთის მადლობელია, რადგან თავისი არჩევანი იმ პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ არ გაუკეთებია, რომლის მოსვლის შემდეგ ადამიანებს ქუჩაში ხვრეტენ.

 

„ამ დრომდე შეგნებულად თავს ვიკავებდი, ჩემი მოკრძალებული აზრი დამეფიქსირებინა ქვეყანაში მკვეთრად გაუარესებული კრიმინოგენური ვითარების შესახებ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ საღამოს, თბილისში, ვაკეში მოკლეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც თავისი დედის ერთადერთი შვილი და იმედი გახლდათ, ვინაიდან ამ ოჯახს გასული წლის აგვისტოში, ავტოკატასტროფაში ერთდროულად დაეღუპა შვილი, შვილიშვილი და რძალი, ამის შემდეგ, ადამიანურად რომ იტყვიან, ყელში სისხლმა ამომასხა!!!

 

სად არიან ის სასულიერო პირები, საზოგადოების გამოჩენილი სახეები თუ უბრალო მოქალაქეები, რომლებიც გაჰკიოდნენ, რომ საქართველოს ერთადერთი გადამრჩენელი ბ. ივანიშვილი და მისი "ქართული ოცნება" იყო?!

 

ხალხო, სულ ოდნავ მაინც არ გრძნობთ პასუხისმგებლობას ამ ბიჭის, მისი უზომოდ გამწარებული დედისა და ზოგადად, უამრავი მოკლულის წინაშე, რომლებიც ამ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ განხორციელებულმა უაზრო ამნისტიამ და შედეგად გაუარესებულმა კრიმინოგენურმა სიტუაციამ შეიწირა?! 

 

მე არ ვამბობ, რომ ჩემი არჩევანი აბსოლუტურად მართებული იყო, მაგრამ მადლობა ღმერთს, არ ვარ ღვთისა და საკუთარი თავის წინაშე პასუხისმგებელი იმ პოლიტიკური ძალის სათავეში მოყვანის გამო, რომლის მოსვლის შემდეგ, ადამიანებს პირდაპირ ქუჩებში ხვრეტენ“, - წერს ლაშა დეისაძე-შარვაშიძე.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !