
საინფორმაციო სააგენტო ,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, ლილოში ერთ-ერთ რესტორანში მკვლელობა მოხდა. ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილი ეთნიკური აზერბაიჯანელია.
შს სამინისტრო მომხდარს ადასტურებს, როგორც ,,ნიუპოსტს“ უწყების პრეცენტრში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკველობას გულისხმობს.
შსს-ს ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი დადგენილია და მიმდინარეობს დაკავებისთვის სპეციალური ღონისძიებები.