-
2014-09-02 21:34
ეუთოში შვეიცარიის თავჯდომარეობის ფარგლებში, ეთნოსთაშორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრი, ორდღიან კონფერენციას გამართავს.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ, ექსპერტები და უფლებადამცველები, რომლებიც სამხრეთკავკასის რეგიონში მუშაობენ. კონფერენციაზე განიხილება სამი ძირითადი საკითხი, დამოუკიდებელი სასამართლო, წამების პრევენციის მექანიზმები და სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული /დისკრიმინაციის წინააღმდეგ არსებული სამართლებრივი და ინსტიტუციონალური მექანიზმები. 2014 წელს ეუთომ დაგეგმა ოთხი რეგიონალური სემინარი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის:
ბელგრადში,ვენაში,დუშანბეშიდა თბილისში. შეხვედრების შედეგები შეჯამებული იქნება რეკომენდაციების პაკეტში, სამოქალაქო საზოგადოების კონფერენციისთვის, რომელიც გაიმართება პარალელურად მინისტრთა საბჭოს სხდომაზე შვეიცარიაში, ქ.ბაზელში,2014წ.დეკემბერში.
3 სექტემბერს კონფერენციის გახსნის ცერემონიალს უმასპინძლებს საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩი, ბ-ნი გიუნტერ ბეხლერი. რეგისტრაცია , შერატონ მეტეხი პალასში, 09:00 სთზე დაიწყება.