
ჰოლივუდური წუვილის ქორწინების შესახებ პირველი მასალები ჟურნალებმა HELLO-მ და People magazine-მა გამოაქვეყნეს.
ფოტოზე ანჯელინა ჯოლი საკურთხეველთან აბრეშუმის თეთრ კაბაში გამოწყობილი მივიდა, რომელიც დიზაინერმა ვერსაჩემ შეკერა. თეთრი ვუალი კი შვილების ნახატებით არის გაწყობილი.
როგორც ჟურნალი წერს, ბრედის და ანჯელინას ქალიშვილებმა ზაჰარამ და ვივიენმა ყვავილების დამჭერის ფუნქცია შეითავსეს, შაილოს და ნოქსს ბეჭდები ეჭირათ, მედოქსი და პექსი კი დედას საკურთხეველთან მიაცილებდნენ.