pravoslavie.ru: საქართველოს პატრიარქი დონბასში მშვიდობისთვის ილოცებს

Image

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ვებ-გვერდზე, "პროვოსლავნი დონბასის" საიტზე დაყრდნობით ქვეყნდება ინფორმაცია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დონეცკის ეპარქიის მმართველ არქიეპისკოპოსს ტელეფონით ესაუბრა.

 

ილია მეორე დაინტერესდა ეპარქიის საეკლესიო საქმიანობით და სინანული გამოთქვა იქ საომარი მოქმედებების მიმდინარეობის გამო. დონეცკისა და მარიუპოლის მიტროპოლიტმა ილარიონმა სთხოვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რომ ილოცოს იძულებით გადაადგილებული პირებისა და საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულთათვის.

 

"თავის მხრივ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ძმური მხარდაჭერა აღუთქვა მიტროპოლიტ ილარიონს და დონბასის მიწაზე მშვიდობის დასამყარებლად ლოცვების აღვლენას დაჰპირდა", - აღნიშნულია საიტზე. 

 

ზემოთაღნიშნული ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გამოქვეყნებულა საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

 

აღსანიშნავია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის მოხსენიებისას, როგორც "პროვოსლავიე.რუ"-ს, ასევე "პროვოსლავნი დონბასის" ვებ-გვერდებზე ამოღებულია ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ტიტული და ის მოხსენიებულია, როგორც "Святейший и Блаженнейший Католикос-Патриарх всея Грузии, Архиепископ Мцхетский и Тбилисский".

 

წყარო

 

patriarq.jpg

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !