-
2014-09-02 10:17
ყაზახეთის მოქალაქემ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც აღწერილია, როგორ გააჩერა ყაზახეთის სახელმწიფო ნომრით მოძრავი მანქანა, რომელსაც სალონში რუსეთის სახელმწიფო დროშა ჰქონდა დამაგრებული.
"თქვენ ხომ ყაზახეთის მოქალაქე ხართ, აქ დაიბადეთ, აქ გაიზარდეთ, რატომ გაქვთ მანქანაში გამოფენილი სხვა სახელმწიფოს დროშა? თუ რუსეთის პატრიოტი ხართ, რატომ იქ არ ცხოვრობთ? აი, მე ყაზახეთის დროშა მაქვს მანქანაში... თუ პატივს მცემთ, გთხოვთ, რომ ეს დროშა მოხსნათ", - მიმართა ვიდეოს ავტორმა მოქალაქეს, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა სალონიდან რუსეთის დროშა მოაშორა.