„ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ საუკუნეთა წინანდელ მტრებზე, მაგრამ დაგვავიწყდეს, რომ ბოლო ორი საუკუნეა, ერთი მტერი გვყავს და გვებრძვის“

Image

მღვდელ ილია ჭიღლაძის (ერისკაცობაში ირაკლიჭიღლაძე) „ფეისბუქის“ გვერდზე შეხვდებით ჩანაწერებს, სადაც ის სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობს. ერთერთია ქართველი ერის ორიენტირებთან დაკავშირებული ჩანაწერი, სადაც სასულიერო პირი ასკვნის, რომ ერის ცნობიერება გაორებულია.

 

ილია ჭიღლაძე წარმოშობით გორიდანაა და სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ისტორიის დოქტორანტია. „აფხაზეთის ხმა“ გთავაზობთ მის ჩანაწერს:

 

„როდესაც ვფიქრობ ჩვენი ერის ორიენტირებზე, ვხდები, რომ უკიდურესად გაორებული და დამახინჯებულია იგი. ეს ეხება საკუთარი ისტორიის გაანალიზებასაც და მომავლის პერსპექტივასაც.

 

შეიძლება ითქვას, რომ ეს სულიერი გაორება უკიდურესად ტრაგიკულია და ზოგჯერ კომიკური. ალბათ, მხოლოდ ჩვენთან შეიძლება მომხდარიყო ასეთი რამ, რომ პირველი პრეზიდენტი იყოს დაკრძალული მთაწმინდის პანთეონში, ხოლო მისი ავაზაკურად და ბანდიტურად ჩამომგდები, ძმათა შორის სისხლისღვრის გამჩაღებელი, კაცის მკვლელი დიდუბის პანთეონში (კიდევ მიღწევაა, რომ ერთ პანთეონში არ დავკრძალეთ).

 

ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ საუკუნეთა წინანდელ საგარეო მტრებზე (რომაელები, ირანელები, არაბები, მონღოლები, ოსმალები და ა.შ.), მაგრამ, დაგვავიწდეს რომ ბოლო ორი საუკენე ახალი მტერი გყვავს და ეს მტერი კვლავ გვებრძვის.

 

პიროვნებათა მსოფლმხედველობრივი გაორება იქამდე მიდის, რომ შეიძლება ერთდროულად იყო "მონარქისტი" და "სტალინისტი", "პატრიოტი" და "კრემლისტი", გერქვას ქრისტიანი და მხარს უჭერდე მეზობელი ქვეყნებში მიწების გადანაწილებას.

 

ჩვენთან ერის მამის, წმ. მოწამე ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ადგილიდან რამდენიმე ათეულ მეტრში შეიძლება არსებობდეს რესტორანი "წიწამური", ქვემო ქართლს დამაკავშირებელ ტრასაზე რესტორანი "მარაბდა" (ამაზე "კარგ" ადგილას სად უნდა იქეიფოს ახალმა ქართველმა?!) კაზინო საპატრიარქოსთან და ასე შემდეგ.

 

ვაშენებდეთ უამრავ ახალ ეკლესია-მონასტრებს და ძველი, მამა-პაპათა მიერ აგებული საკაცობრიო კულტურის დიდი ქრისტიანული ძეგლები ყოველდღიურად ნადგურდებოდეს.

 

აღარ გავაგრძელებ! კვლავ ძალაშია დიდი აკაკის ნათქვამი სიტყვები თანამედროვე საქართველოსადმი "ფურთხის ღირსი ხარ, შენ საქართველო!", - წერს მამა ილია ჭიღლაძე.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !