
სოფელ რუისთან „ჰიუნდაის“ მარკის ჯიპი საპირისპიროდ მიმავალ „BMW“-ს მარკის ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა.
დაზარალებულთა შორის ერთი არასრულწლოვანია, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე მოძრაობას პატრულის ეკიპაჟი აწესრიგებს.