
დღეიდან მოქალაქეებს, რომლებიც ავტომობილებს ფლობენ სანომრე ნიშნის შეცვლა შეუძლიათ. სასურველი სანომრე ნიშნის დაჯავშნა რამდენიმე კვირით ადრე იყო შესაძლებელი.
დღეიდან კი უკვე რუსთავში, მომსახურების სააგენტოში დაჯავშნილი ნომრების აღება დაიწყო.
როგორც ,,აფხაზეთის ხმას“ მიაწოდეს ინფორმაცია, დილის ცხრა საათიდან შენობაში და მის გარეთაც რიგი დგას, ხალხის ნაკადი კი არ წყდება.
ხალხმრავლობის გარდა პრობლემას ისიც ქმნის, რომ გაჭედილია მონაცემთა სისტემა, რის გამოც ვერ ხერხდება სწრაფი მომსახურება.
კითხვაზე თუ რატომ ჩქარობენ მოქალაქეები დაჯავშნილი ნომრის დღეს აღებას, ერთ–ერთმა მომხმარებელმა, რომელსაც უკვე რამენიმე დღეა დაჯავშნილი აქვს სასურველი სანომრე ნიშნი განგვიცხადა, რომ ყოველდღე 1.50 გადახდა უწევს, რათა ჯავშანი არ გაუუქმდეს.
ახალი სანომრე ნიშნის აღება ავტომობილების მფლობელებს 2020 წლამდე შეუძლიათ, სანომრე ნიშნების შეცვლა 35 ლარი ღირს.