ლილოს რესტორანში ხუთი პოლიციელის დაჭრის დეტალები: „დანას ისე ხმარობდა, ხელი არ გაანძრევინა“

Image

კვირას ლილოში, ბაზრობასთან მდებარე რესტორანში მომხდარი ჯგუფური ჩხუბის დროს შსს-ს ხუთი თანამშრომელი დაჭრეს. მათგან ერთი ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაშია და რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფება. მას დანამ ფილტვი დაუზიანა.

 

საავადმყოფოდან ცოტა ხნის წინ გაწერეს მეორე პოლიციელი, რომელსაც ასევე, დანით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა - „აფხაზეთის ხმის“ ინფორმაციით, ხუთივე დაჭრილი პოლიციის თანამშრომელი იყო, კონკრეტულად კი სუს-ის სპეცრაზმის წევრები, რომლებსაც კონფლიქტი რესტორანში მყოფ მოქალაქეებთან მოუვიდათ. წყარო ერთერთი დაჭრილი პოლიციელის ვინაობასაც ასახელებს: ლაშა კ.-ძე.

 

„რესტორანში დიდი სუფრა იყო, ნათლობას იხდიდნენ. დაკეტილი არ იყო რესტორანი, ანუ წინასწარ რომ შეუკვეთავენ და კეტავენ, ეგრე არ მომხდარა - დიდი რესტორანია. ეს პოლიციელები იქვე ისხდნენ, გვერდით. არ ვიცი, რა მიზეზით, მაგრამ ჩხუბი ატყდა და ლამის ნახევარი რესტორანი ხალხი ჩაერთო. ეს პოლიციელები ჯერ მაგრად სცემეს, მერე ერთმა დანა დააძრო.

 

დანას ისე ხმარობდა თურმე, რომ პოლიციელებს ხელი არ გაანძრევინა, მერე კი, როცა ესენი დაჭრა, გაიქცა. პოლიცია როცა მოვიდა, ხუთი კაცი დააკავა, მაგრამ ის, ვინც დანას ურტყამდა, გაქცეული იყო. ერთერთი პოლიციელი, რომელიც დაჭრეს და გაწერეს, ჩემი მეზობელია, მისგან ვიცი ეგ ამბავი ასე დაწვრილებით. კაცი დანას ასე ხმარობდეს, ჯერ არ მინახავსო, ასე თქვა...“, - ამბობს დაჭრილი პოლიციელის მეზობელი „აფხაზეთის ხმასთან“.

 

შსს რესტორანში ჯგუფური ჩხუბის ფაქტს ადასტურებს. ადასტურებს იმასაც, რომ ერთი ადამიანი მსუბუქად დაიჭრა და აცხადებს, რომ ჩხუბის გამო პოლიციამ ხუთი პირი დააკავა, ხოლო დაჭრილი შსს-ს თანამშრომელი არ არის.

 

შენიშვნა: სტატიაზე მიბმული ფოტო არაა გადაღებული შემთხვევის ადგილზე და აღწერილ ინციდენტს მხოლოდ თემატურად უკავშირდება

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !