-
2014-08-31 21:34
გამოცემა „ლაივპრესი“ აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ჩხოროწყუს ორგანიზაციაში მიაწოდეს. ვიდეომასალაში კოალიციის წევრები ლევან იზორიასთან დაკავშირებულ ნეპოტიზმის კონკრეტულ შემთხვევებს აღწერენ.
„ვალერიან იზორია- ლევან იზორიას ბიძა საკრებულოს ერთ-ერთი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეა, ლევან იზორიას ბიძაშვილი - ლელა კვირკველია დაინიშნა ჩხოროწყუს პოლიციის სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლად, ლევან იზორიას ბიძაშვილი- დათო კვირკველია დაინიშნა პოლიციის აკადემიაში ერთ-ერთ თანამდებობაზე.
ლევან იზორიას ბიძაშვილი - ინგა კვირკველია დაინიშნა ჩხოროწყუში ერთ-ერთი საბავშვო ბაღის გამგედ. ლევან იზორიას დეიდაშვილი- პაატა კაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის სამმართველოში სამმართველოს უფროსი გახდა. შს მინისტრის ასევე დეიდაშვილი - ალექსი ჩიქოვანი დაინიშნა ჩხოროწყუს პოლიციის სამმართველოში ერთ-ერთი განყოფილების უფროსად.
სოფო ჩიქოვანი - მინისტრის მოადგილის ასევე დეიდაშვილი პარლამენტის არჩევნების შემდეგ დაინიშნა კულტურის ცენტრის და სპორტული სკოლის გაერთიანების სპეციალისტად. ლევან იზორიას დეიდაშვილი - მადლენა შონიას მეუღლე დაინიშნა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის გაერთიანების სპეციალისტად“.