რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ საჭიროა უკრაინაში არსებული სიტუაციის მშვიდობიანად დარეგულირების გეგმის რეალიზაცია.
რუსეთის პირველი პირის განცხადებით, საჭიროა ასევე, რომ დაიწყოს მოლაპარაკება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის სახელმწიფოებრიობის საკითხებზე. განცხადება პუტინმა რუსეთის ტელევიზიის პირველი არხის ეთერში ცოტა ხნის წინ გააკეთა.