დონბასში მებრძოლი დაქირავებული ბოევიკები: ვინ არიან, რამდენს უხდიან - ნაკლებად ცნობილი დეტალები

Image

ვინ არიან უკრაინის აღმოსავლეთით მებრძოლი ბოევიკები, რომლებსაც რუსული მედია და ოფიციოზი სინქრონულად უწოდებს მოხალისეებს, დანარჩენი სამყარო კი - ტერორისტებს? როგორ არჩევენ მათ, რამდენს უხდიან და რა ევალებათ? ეს დეტალები „გარმატა.ორგ“-ზე გამოქვეყნდა.

 

დაქირავებულები, რომლებსაც დონბასში აგზავნიან, ხელს აწერენ დროში განსაზღვრულ კონტრაქტს. არსებობს ერთ კვირაზე გათვლილი შეთანხმებებიც: „გაემგზავრეთ ერთი კვირით, გადახედეთ, თუ ყველაფერი კარგად იქნება, დარჩებით...“

 

თუმცა, კონტრაქტების უმრავლესობა ერთიდან სამ თვეზეა გათვლილი. ჯგუფების გადაპარება საზღვრიდან თანდათან რთულდება, ამასთან, დანაყოფთა შემადგენლობის ხშირი ცვლა არც საბრძოლო განწყობაზე მოქმედებს დადებითად, მაგრამ რუს სამხედრო პირებს კარგად ესმით, რომ როტაცია აუცილებელია: წინააღმდეგ შემთხვევაში დეზერტირობა დაიწყება.

 

თუმცა, ის ჯგუფები, რომლებიც ყოველდღიურ შეტაკებებში მონაწილეობენ, ბუნებრივია, როტაციას არ ექვემდებარება. ასევე არ ექვემდებარება როტაციას ჯგუფები, რომლებიც ალყაშემორტყმულ დასახლებულ პუნქტებში არიან. ახლა ასეთი, მაგალითისთვის, გორლოვკაა.

 

ტერორისტთა აბსოლუტური უმრავლესობა ოპერაციის ზონაში ბრუნდება არც ისე ხანგრძლივი დასვენების შემდეგ. მათ დასვენებას სთავაზობენ ყირიმში, რათა შინ დაბრუნება გადაიფიქრონ. ზონაში მეორე ან მესამე დაბრუნება სწევს მებრძოლის სტატუსს და ის უკვე გამოცდილ ვეტერანად ითვლება.

 

ასეთია, მაგალითად, ცნობილი ბოევიკი „მოტოროლა“, რომელმაც ყირიმში დაისვენა და ამ დასვენების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა დიდი ამბით გამოაქვეყნა რუსულმა მედიამ. მანამდე „მოტოროლა“ შუა ბრძოლების დროს მეორედ დაქორწინდა: მან ბევრად უმცროსი გოგო შეირთო ცოლად, ასევე ერთერთი ბოევიკის ქალიშვილი...

 

ბოევიკთა ჯგუფებში მოქმედებს ასევე ე.წ. მუდმივი შემადგენლობა, რომელიც შეცვლას არ ექვემდებარება. ესენი არიან მეთაურები, სამხედრო სპეციალისტები გრუ-დან ან ფსბ-დან. ისინი ფარულად მოქმედებენ - თვით ტერორისტებმაც კი არ იციან, ვინ არიან სინამდვილეში ისინი, ვინც ინსტრუქციებს იძლევა. ამავე ჯგუფში შედიან კრიმინალები, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე იძებნებიან.

 

მეთაურების კონტრაქტები სრულიად განსხვავებულია. ისინი ანაზღაურებას ოფშორულ ანგარიშებზე იღებენ, შექმნილი აქვთ მოსალოდნელი უკანდახევის შემთხვევისთვის აუცილებელი პირობები.

 

რაც შეეხება ანაზრაურებას, ის დღეში ასიდან სამას აშშ დოლარამდე მერყეობს. თუმცა, რუსული მხარე პირობებს ხშირად არღვევს. მაგალითად, დონბასში წასული ბოევიკი აღმოაჩენს, რომ მას ასი დოლარი დღეში ერგებოდა იმ შემთხვევაში, თუ ყოველდღიურ ბრძოლებში იქნებოდა ჩართული, ხოლო იმ დღეებში, როცა შეტაკება არ არის - ბევრად უფრო ნაკლები ეკუთვნის.

 

ასე რომ, მაინცდამაინც განსაზღვრული ნორმა არ არსებობს. შესაძლოა, ბოევიკები დღეში 20, 30, 50, 100 ან 200 დოლარსაც იღებდნენ. ეს იმაზე დამოკიდებული, თუ რომელ ჯგუფში მოხვდა, ვინ დაიქირავა, ვინ იყო რეკომენდატორი და რა ვადითაა დაქირავებული.

 

ომის დაწყებისთანავე ამოქმედდა წესი: არანაირი გარანტია. ომი ფარულია, ვერავინ ვერასდროს ვერ უნდა დაამტკიცოს რუსეთის პირდაპირი მონაწილეობა მასში. ამიტომ, ბოევიკებს ხელზე არანაირ დოკუმენტებს არ აძლევენ, თუმცა, ის ხელს აწერს უამრავ ფურცელს.

 

ამ წესის მიღმა იმალება მომავალი იურიდიული დავისგან თავის დაზღვევა, ანუ, დამქირავებელს შეეძლება დაამტკიცოს, რომ ის დაქირავებული ამა და ამ დროს დონბასში კი არ იმყოფებოდა, არამედ ოქროს რეცხავდა კალიმაში და დათვებმა შეჭამეს ისე, რომ მისი სხეულისგან სულაც არაფერი დარჩა.

 

ამასთან, დამქირავებელს საქმე უადვილდება: მას გადახდა უწევს კონტრაქტის შესრულების შემდეგ. ესე იგი, თუ დაიღუპება მოხალისე, მისთვის არც არაფრის გადახდა იქნება საჭირო. სწორედ ამიტომაც, დონბასში გაგზავნილი ბოევიკების ფიზიკური ლიკვიდაციით, ყველაზე მეტად, სწორედ მისი იქ გამგზავნია დაინტერესებული.

 

აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ფინანსების გამცემი პირები ფსბ-დან ან სხვა სამთავრობო სპეცსტრუქტურებიდან, დაინტერესებული არიან კონფლიქტის უსასრულოდ გაწელვაში, რადგან ამ დროს თეთრდება დიდი რაოდენობით თანხა, რომელიც მშვიდობიან დროს სხვადასხვა სახის ღონისძიებებში, მაგალითად, ოლიმპიადაში „იხარჯება“.

 

სტაბილური და მაღალი ანაზღაურება მხოლოდ მაღალი კლასის სპეციალისტებს - სნაიპერებს, საარტილერიო ცეცხლის კოორდინატორებს, ტანკისტებს, მეზენიტეებს აქვთ. ისინი ყოვედღიურ ანაზრაურებასთან ერთად ყოველ მოკლულ უკრაინელ ჯარისკაცზე, აღებულ სიმაღლეზე, განადგურებულ ტექნიკის ერთეულზე დამატებით პრემიასაც იღებენ.

 

რაც მთავარია, ბოევიკებს შორის განსაკუთრებული, პროპაგანდისტული მისია ეკისრებათ ქალებს. ქალებს საეჭვო ან პიკანტური წარსულით, გოგონებს ლამაზი გარეგნობით, გოგონებს ბოევიკებზე გათხოვების პერსპექტივით და პირდაპირ წინახაზზე შექმნილ ოჯახებს...

 

თუმცა, კირკიტა მედია აბა რის კირკიტა მედიაა, ზოგ მათგანს პიკანტური წარსული არ ამოუქექოს, როგორც, მაგალითად ამ მასალას თანდართული ფოტოებიდან ერთერთზე გამოსახულ ქალბატონს, რომელიც ახლა ყელამდე მკაცრად შეკრულ სამხედრო ფორმაში პოზირებს, მანამდე კი საკმაოდ შილიფად ჩაცმული, პორნოსაიტებზე პოზირებდა...

 

მოამზადა ლაშა ბერულავამ

 

boev.jpg

boevik7.jpg

boevik6.jpg

boevik8.jpg

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !