-
2014-08-30 11:47
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 23 სექტემბერს ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას და პირველი ლედის მიშელ ობამას სახელით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრება, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიასთან დაკავშირებით გაიმართება.
. საზეიმო საღამოს გაერო-ს გენერალური ასამბლეის მონაწილე ქვეყნების დელეგაციების ხელძღვანელები და მათი მეუღლეები დაესწრებიან.
უკვე ცნობილია, რომ 26 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.