ვიცე-ადმირალი გაიდუკი: შესაძლოა, რუსეთმა ომის წარმართვის ასიმეტრიული მეთოდი გამოიყენოს

Image

ვიცე ადმირალი, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაური სერგეი გაიდუკი რუსეთის მხრიდან ომის წარმართვის "ასიმეტრიული მეთოდის" გამოყენებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან ოდესაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, აღნიშნული მეთოდი, შესაძლოა, რამდენიმე მიმართულებად დაიყოს: მოსახლეობის წინააღმდეგ ინფორმაციულ-ფსიქოლოგიური ომის წარმოება, ინფორმაციულ-ფსიქოლოგიური აქციების მოფიქრება, რომელიც რეგიონში დესტაბილიზაციას შეუწყობს ხელს.

 

"არაა გამორიცხული დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფების მოქმედება, პრორუსულად განწყობილი დაქირავებულების მოქმედებები, რომლებიც ტერორისტულ და დივერსიულ აქტებს მოაწყობენ ობიექტებზე", - აღნიშნა ვიცე-ადმირალმა.

 

მისი თქმით, ასეთ დროს ყველაზე მთავარი მოწინააღმდეგის დროულად აღმოჩენა იქნება, რის შემდეგაც მათ წინააღმდეგ მოქმედება გაადვილდება. ამასთან, ვიცე-ადმირალმა "გადაჭარბებული" უწოდა სოციალურ ქსელში გავცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა რუსებს განძრახული აქვთ ოდესამდე ჩავიდნენ:

 

"არ მგონია, რომ ასე შორ მანძილზე წამოვიდნენ, ამიტომ არ ღირს ვინმე რიგითის ციტატაზე დიდი ყურადღების გამახვილება", - თქვა მან და დაამატა, რომ ზღვიდან დესანტის გადმოსხმის მცდელობის შემთხვევაში მტრის წინააღმდეგ ყველა სამხედრო რესურსი იქნება მიმართული, დაწყებული ჯავშანტექნიკით  და ავიაციითა და საზღვაო ძალების ხომალდების გამოყენებით დასრულებული.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !