რატომ შეიცვალა გვარი სალომე ქათამაძემ და რატომ გაუსწორდა ფიზიკურად მას მეუღლე

Image

მომღერალი სალომე ქათამაძე რამდენიმე თვის წინ ქმარს, ფეხბურთელ გიგი ზამთარაძეს დაშორდა.

 

სალომე დაშორების მიზეზად იმ ფაქტს ასახელებდა, რომ გიგი მას ამერიკაში გამგზავრების უფლებას არ აძლევდა.

 

აღნიშნულს გიგი ზამთარაძის მეგობრები უარყოფენ და ამბობენ, რომ  წყვილის დაშორების მიზეზი მესამე ადამიანი გახდა.

 

ამბობენ იმასაც, რომ სალომეს ერთ-ერთი დიჯეი შეუყვარდა, რომელთან ერთადაც კლუბში მუშაობდა, სალომე მღეროდა, დიჯეი კი მიქსავდა. მესამე ადამიანის გამოჩენის მიუხედავად, გიგი მაინც ცდილობდა სალომესთან შერიგებას.

 

ერთხელ მას კლუბშიც კი მიაკითხა, სადაც სალომე ახალ შეყვარებულთან ერთად ნახა, რამაც ძალიან გააღიზიანა და მათ შორის შელაპარაკება მოხდა, რის გამოც სალომე ქათამაძემ ყოფილ ქმარს და მამას სასამართლოში უჩივლა, თავად კი ამერიკაში ახალ შეყვარებულთან ერთად გაემგზავრაო. რამდენიმე დღის წინ მომღერალმა გვარიც შეიცვალა და დედამისის მეუღლის გვარზე გადავიდა.

 

„Ambebi.ge“-ს სალომე ქათამაძე ესაუბრება:

 

„ ბევრი მიზეზის გამო შევიცვალე გვარი, დედაც მდივანია და დედაჩემის ქმარიც. ჩემი ოჯახის ყველა წევრი მდივანია და მეც მინდა მდივანი ვიყო.

- მამასთან ცუდი ურთიერთობა გაქვს?

- არანაირი ურთიერთობა არ მაქვს, არც ცუდი და არც კარგი.

- ამბობენ, რომ თქვენმა ყოფილმა ქმარმა ფიზიკური შეურაცხყოფა მოგაყენათ, მამამ კი გიგის პოზიცია დაიჭირა, რის გამოც თქვენ სასამართლოში უჩივლეთ მათ, ეს ხომ არ გახდა გვარის შეცვლის მიზეზი?

- ასეთი რამ მოხდა, მაგრამ გვარი ამის გამო არ შემიცვლია და არც სასამართლოში მიჩივლია.

 - სად მოხდა ფიზიკური დაპირისპირება თქვენს და ყოფილ მეუღლეს შორის?

- ბათუმში, "სექტორში" ვიყავი მოლაპარაკებაზე და იქ მოხდა დაპირისპირება. დაახლოებით თვენახევრის დაშორებულები ვიყავით.

- მგონი თქვენი ახალი შეყვარებულის გამო მოხდა ეს?

- არ მყავს შეყვარებული.

 - სოციალურ ქსელში უამრავი მასთან გადაღებული ფოტო გიდევთ...

- ბევრი მეგობარი მყავს, გოგოც და ბიჭიც ნებისმიერთან ერთად შემიძლია ფოტოს გადაღება. შეყვარებული როცა მეყოლება, გავაგებინებ ყველას.

 - ვინ არის ის ბიჭი?

- ეს არის ჩემი მეგობარი გიორგი, კარგი ადამიანია, არ ვიცი გიგიმ იეჭვიანა თუ რა იფიქრა, მაგრამ... აზრზე არა ვარ, გიგიმ რა გადაწყვიტა. ამერიკაში ვიყავი ბერკლის მუსიკალურ სკოლაში, გამოცდა მქონდა, რომელიც წარმატებით ჩავაბარე და დაფინანსების პასუხს ველოდები. ამის შემდეგ რამდენიმე წლით წავალ ამერიკაში.

 - გიორგისთან ერთად იყავით ამერიკაში?

- გიორგი იქ ცხოვრობს.

 - რა იყო ქმართან გაშორების რეალური მიზეზი?

- ბევრი ცუდი და უარყოფითი ენერგია დაგროვდა და ამიტომ დავშორდით.

 - ამბობენ, ოჯახის დანგრევის გამო გიგი დეპრესიაშია და თქვენთან შერიგება უნდა...

- არ ვიცი, არა მგონია, ჩემთან შერიგება უნდოდეს. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !