
სავაჭრო ცენტრ "საბაში" ხანძრის შედეგები თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა. იგი დაზარალებულებს გაესაუბრა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ზარალი არის უზარმაზარი და მათ უმრავლესობას ბანკის კრედიტებით უწევდათ საქმიანობა.
დედაქალაქის მერმა გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგებელ ნოდარ სანდუხაძეს დაზარალებულების თანდასწრებით მათი აღწერა დაავალა. უგულავამ დაზარალებულებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ყველაფერი გაკეთდება, რათა მოხდეს მათი გარკვეული სახით კომპენსირება.
ამასთან, თბილისის მერი დაზარალებულებს იურიდიული მხრივ დახმარებასაც დაჰპირდა. დიდუბეში, სავაჭრო ცენტრ "საბაში" წუხანდელი ხანძრის შედეგად 6 ათას კვადრატულ მეტრ ფართზე მეტი დაიწვა . ცეცხლის ლოკალიზებას დაახლოებით 2 საათი დასჭირდა. ხანძრის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ცეცხლის ლოკალიზებას 35 ბრიგადა და 200-მდე მაშველი ცდილობდა.