
ადიგენის რაიონის სოფელ ყარათუბნის გზაზე სამი მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
ახალგაზრდების ასაკი 22 დან 26 წლამდეა, მათი ვინაობა და მკვლელობის მიზეზი დადგენილი არ არის.
ერთი ახალგაზრდა საავადმყოფოშია მოთავსებული.
შსს–ს ინფორმაციით, სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
თავდაპირველად გავრცელდა ვერსია, რომ ადიგენში 4 ახალგაზრდა , ხოლო ბაკურიანში ერთი ქალბატონი იყო მოკლული. თუმცა ქალბატონის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ დასტურდება.
წყარო: http://9arkhi.wordpress.com/