მოსკოვში, მანეჟის მოედანზე ერთკაციანი პიკეტი გამართა "სოლიდარნოსტის" აქტივისტმა დიმიტრი მონახოვმა.
დიმიტრი მონახოვი უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებას აპროტესტებდა. პიკეტის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ის მილიციამ აიყვანა. სასამართლომ მონახოვს 15 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.