სინოპტიკოსების ცნობით, 29 აგვისტოდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი.
მათივე ინფორმაციით, სანაპირო ზოლიდან დასავლეთის გრილი და ნოტიო ჰაერის მასების შემოსვლა დაიწყება, რაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არამდგარდ ამინდებს გამოიწვევს.
29-30 აგვისტოს საქართველოს უმეტეს რაიონებში დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები სეტყვასაც ვარაუდობენ.
29 აგვისტოდან დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა დაიკლებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი, ცხელი ამინდები შენარჩუნდება. 30 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს და ხანმოკლე წვიმები გაგრძელდება.
თბილისში, დღეს ჰაერის ტემპერატურა 38 გრადუსი იქნება, ხვალიდან კი, შედარებით დაიკლებს.