ზაზა გაბედავა მაქს დობერმანთან დაკავშირებულ ჩანაწერზე საუბრობს

Image

რამდენიმე დღის უკან ინტერნეტში უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლის, მაქს დობერმანის და რუსეთში მცხოვრები ქართველის, ზაზა გაბედავას პირადი საუბრის ჩანაწერი გავრცელდა .

 

 

ჩანაწერი "კიბერბერკუტმა" გაავრცელა, რომელიც ანტიუკრაინული მასალების ტირაჟირებითაა დაკავებული. დობერმანი ვიდეოს გაჟონვაში გაბედავას ადანაშაულებს.  ზაზა გაბედავა ვიდეოს გავრცელებასთან მის კავშირს უარყოფს.

 

 

,,დობერმანთან მე მქონდა უბრალო საუბარი, რომელიც მერე ვიღაცამ გაავრცელა. როგორ მოხვდა ეს ჩანაწერი კიბერბერკუტის ხელში, წარმოდგენა არ მაქვს. ეს მათ უნდა ჰკითხოთ. ჩვენ გვქონდა ძალიან ადამიანური ლაპარაკი და ის დობერმანია თუ კავკასიური ნაგაზი, არ ვიცი, მე მას, როგორც ქართველ მეომარს, ისე ველაპარაკე. ეკლესიის წინაშე ვიტყვი და მამის საფლავს ვფიცავარ, რომ მე არავისთვის არაფერი არ მიმიცია. ჩემს 6 წლის შვილსაც დავიფიცებ ჩემს სიმართლეზე. „- ამბობს გაბედავა ,,პალიტრასთან“ ინტერვიუში.

 

მისი თქმით, არ იცის, ვის შეიძლებოდა ჩავარდნოდა ხელში მისი და მაქს დობერმანის პირადი საუბრის ჩანაწერი. გაბედავა ფიქრობს , რომ სააკაშვილის დროს დამონტაჟებული მოსასმენი აპარატურა და სპეციალური ვირუსები ისევ არსებობს და ისინი ყველაფერს უყურებენ, გაბედავა ამბობს, რომ დობერმანი არ მოუტყუებია.

 

 

,,ვერ გეტყვით. არ ვიცი და ისე როგორ დავაბრალო ადამიანს რამე? თქვენ ხომ გახსოვთ, სააკიანი რომ გვყავდა პრეზიდენტად? ჰოდა ისიც თუ გახსოვთ, რანაირი კომპიუტერული ვირუსები ჰქონდა მას?! ყველაფერს უყურებდნენ და ყველაფერს იწერდნენ, თქვენ ფიქრობთ, ის ვირუსები გაქრა?

 

სიმართლე ვთქვი, მე დედის მხრიდან ძალიან ბევრი ებრაელი მყავს, თვითონ ეგაა სომეხი და მე კიდე სომხები არავინ მყავს, მე ებრაელი ახლობლები მყავს. - ახლობლების ყოლა არ ნიშნავს, რომ თქვენც ებრაელი ხართ... - მე ვარ მეგრელი საქართველოდან. დედულეთიდან ახლო ნათესავები მყავს ებარელები. მე ყველაფერი სიმართლე ვთქვი. -  ამბობს ის.

 

 

გაბედავა აცხადებს ,რომ ამ ინციდენტის მერე ორჯერ ესაუბრა დობერმანს, რომელმაც მას ბოდიშიც კი  მოუხადა. გაბედავა ფიქრობს, რომ ის მებრძოლი ადამიანი , თუმცა აცხადებს, რომ უკრაინა-რუსეთის კონფლიქტში მხარს მას არ უჭერს ვისაც სააკაშვილი ემხრობა.

 

,,ვისაუბრეთ, მითხრა, მე ეს შენი გაკეთებული მეგონა და ბოდიში, რომ ასე ვიფიქრეო. რაც შეეხება მხარდაჭერას, ვუჭერ თუ არა მხარს, რა მნიშვნელობა აქვს, უბრალოდ მეომარი კაცია და ის იცავს იმ მიწას, სადაც მისი ცოლ-შვილი ცხოვრობს

 

ვისაც სააკაშვილი უჭერს მხარს, მე არავის ვემხრობი, რადგან სააკაშვილი ვითომ იქ რაღაც განცხადებებს აკეთებს, ამ დროს რაღაც სისულელეებს ლაპარაკობს და დაშნაკურ სომხურ განცხადებებს ლაყბობს. სააკაშვილი არის სააკიანი, ჩვენი საქართველოს მოღალატე და ვისაც ეგ დაუჭერს მხარს მე ყველას გავემიჯნები.“- ამბობს გაბედა ,,პალიტრასთან საუბრისას“.

 

გაბედავა ადასტურებს, რომ მან ზვიად გამსახურდიას მთავრობის პრემიერ მინისტრს  ბესარიონ გუგუშვილს ნამდვილად გაუვრცელა პირადი საუბრის ჩანაწერი.

 

,,ბესოსთან საუბრის ჩანაწერი მე დავდე და ამას არც ვუარყოფ. ბესო გუგუშვილი არის ზვიად გამსახურდიას მკვლელი, მან ზვიადი მოკლა და მერე დაწერა, ფეესბე-ს აგენტი იყოო და რაღაც სისულელეები”. აცხადებს გაბედავა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !