რატომ წავიდა ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემიდან მისი პროდიუსერი

Image

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი სატელევიზიო სეზონიდან „იმედზე“ სერიოზული ცვლილებები განხორციელდება.

 

შესაძლოა, თეა სიჭინავას „პოლიტიკის დრო“ დაიხუროს და იგი ინგა გრიგოლიას მეორე გადაცემამ ჩაანაცვლოს. თავად თეას კი საინფორმაციო სამსახურში გამოუძებნეს ადგილი.

 

როგორც ინგა გრიგოლია ამბობს, „რეაქცია" როგორც ადრე ისევ ისე, ყოველ პარასკევს გავა ეთრში.  განიხილება კიდევ ერთი ახალი გადაცემა, რომელიც კვირაობით იქნება,  მაგრამ ჯერჯერობით განხილვის პროცესშია ყველაფერი.

 

„იმედის“ ეთერში გამოჩნდება გია ჯაჯანიძე, რომელიც „სკანდალურ შოუს" წაიყვანს.  შოუს პროდუსერი კი „ნანუკას შოუს“ ყოფილი პროდუსერი მაია სტეფნაძე იქნება.

 

როგორც ამბობენ, მაია სტეფნაძე „იმედზე“ რამდენიმე დღის წინ გადავიდა, რადგან, როგორც თავად ამბობს „ნანუკას შოუში“ საკუთარი თავი ამოწურა. იგივე ინფორმაციით,  ის „სკანდალური შოუს“ პარალელურად ინგა გრიგოლიას გადაცემის პროდუსერიც იქნება.

 

გავრცელებული ინფორმაცია ნაწილობრივ დაადასტურა ნანუკა ჟორჟოლიანმა. მისი თქმით, სტეანაძე ინგასთან არ გადასულა.

 

„მაია გადავიდა გია ჯაჯანიძის გადაცემაში, ახალი გადაცემა კეთდება და ასევე, როგორც მე ვიცი, სხვა პროექტებსაც შეითავსებს. მაია ჩემი  მეგობარია და ამიტომ, როგორც მეგობარი ვფიქრობ, რომ მისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია ის ანაზღაურება, რომელსაც მიიღებს ახალი სამსახურით.

 

მეტი ანაზღაურება აქვს, ვიდრე ჩემთან ჰქონდა. თან ხუთი წლის შემდეგ ახალი პროდიუსერი ჩემს გადაცემასაც სჭირდება და ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს ორივესთვის კარგია.

 

მაია ჩემი გადაცემის გულშემატკივარი იქნება ყოველთვის, გარდა იმისა, რომ ჩემი მეგობარია, არის მეორე მიზეზიც, მან დიდ გუნდთან ერთად ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ნანუკას შოუს შექმნაში. ვინ იქნება ჩემი პროდიუსერი და რა სიახლეები გელოდებათ, ეს ოდნავ მოგვიანებით. ბევრ სიახლეს ვგეგმავთ“, - აღნიშნა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

 

ambebi.ge

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !