
უეფამ, შესაძლოა, მოსკოვის ,,ლოკომოტივის" ნახევარცველს დიმიტრი ტარასოვს დისკვალიფიკაცია მისცეს. მოგეხსენებათ, ევროპა ლიგის 1/16 ფინალურ მატჩში ,,ფენერბახჩეს" წინააღმდეგ გასვლითი მატჩის დასრულებისას ტარასოვი მოედნიდან პუტინის გამოსახულებიანი მაისურით გავიდა.
"საქმე გვაქვს დისციპლინური რეგლამენტისა დარღვევასთან და აშკარა პროვოკაციასთან. ტარასოვი, შესაძლოა მინიმუმ, 10 მატჩით გუნდს ჩამოაშორონ. სანქციები შეეხება მოსკოვის ,,ლოკომოტივსაც", რომელმაც მსგავსი ფაქტი დაუშვა" - იტყობინება უეფას ოფიციალური საიტი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის კონფლიქტი სირიის კრიზისის ფონზე რამდენიმე თვის წინ გაღვივდა და განსაკუთრებით გამწვავდა თურქეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალების მიერ რუსული სამხედრო თვითმფინავის ჩამოგდების შემდეგ.
წყარო: "სარბიელი.ჯი"